სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა - დემონსტრანტები ბელგრადში ძველი რკინიგზის სადგურის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა კორუფციაა, ხოლო ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.
რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, აქციები სერბეთში უკვე 10 თვეა გრძელდება.