16 აგვისტო 2026,   16:38
ვრცლად
ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-სამცხე-ჯავახეთის 3 მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ

ბორჯომის მერობის კანდიდატს საჯარო სამსახურში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. მამუკა გელაშვილი გეგმავს, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.

მერობის კანდიდატი ბორჯომის ისტორიულ პარკში, ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თქვა, რომ გეგმაშია უძველესი ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა, რომელიც პარკს და შესაძლოა ქალაქის ნაწილსაც მოემსახუროს.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ახალციხეში ვარლამ წიკლაურია. მისთვის მერის თანამდებობისთვის ბრძოლა ახალი გამოწვევაა, მნიშვნელოვანი კი მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლითაც მუნიციპალიტეტი უფრო გამორჩეული გახდება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ვარლამ წიკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს - პარალელურად, ეცნობა დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს. ერთ-ერთი ახალციხის ცენტრალური სტადიონია, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება.

გამოწვევებზე მუშაობას კიდევ ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს ადიგენის მოქმედი მერი.

11-ზე მეტი სკვერი, 14 მოედანი, 50 კილომეტრზე მეტი გზა, სკოლები, საბავშვო ბაღები და სოციალური პროგრამები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც გოჩა ქიმაძის მერობის დროს, ადიგენის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში. სააღმზრდელო დაწესებულება აღსაზრდელებს რამდენიმე დღეში მიიღებს.

ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - ეს მერობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სკოლების რეაბილიტაციასთან ერთად, გოჩა ქიმაძე იმ სოციალურ პაკეტებზე საუბრობს, რომლითაც ადიგენის მოსახლეობა უკვე სარგებლობს.

ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-სამცხე-ჯავახეთის 3 მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები