ჩინეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ ტიანძინში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ და, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებს.
განცხადება გააკეთა სი ძინპინმა. ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩინეთ-სომხეთის ურთიერთობების გზაზე.
სომხეთის პრემიერი ამბობს, მისი ქვეყანა მოუთმენლად ელის ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებას, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებას და ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესისკენ ისწრაფვის.