ბინადრობის უფლებას რაც შეეხება, ჩვენ და გიორგი გახარია გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა ხანგრძლივად იმყოფებოდეს ევროკავშირში - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი თამარ კეკენაძე, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"გიორგი გახარია უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება ევროპაში. როდის დაბრუნება გიორგი გახარია საქართველოში, ეს არ იქნება არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის". ბინადრობის უფლებას რაც შეეხება, ჩვენ და გიორგი გახარია გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა ხანგრძლივად იმყოფებოდეს ევროკავშირში. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს, რაც გულისხმობს ევროკავშირში დღეების შეზღუდვას არ ჰქონია გავლენა ჩვენს საქმიანობაზე. შესაბამისად, გიორგი გახარია იქნება იქ, სადაც საჭიროა ამ ქვეყნისთვის,"- აცხადებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი თამარ კეკენაძე.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო და უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნასაც ელოდება.