ფოთის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
ბექა ვაჭარაძემ ადგილობრივებს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ფოთში, კუნძულის უბანში, ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა.
კაცაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გრძელდება მუშაობა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარებაზე.