"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ხვდება.
დათო კოდუა ადგილობრივებს ზუგდიდის განახლების გეგმას აცნობს. მერობის კანდიდატის განმარტებით, მოქალაქეების ხედვებისა და იდეების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.