"არანაირი 8 პარტია არ არსებობს. ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფი, რომელსაც ეწოდება რადიკალური ოპოზიცია," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა ოპოზიციაში არსებულ ახალ დაპირისპირებას.
"ოპოზიციაში 8 პარტიის გაერთიანება იქნება თუ ერთის, სულერთია, რადგან ჩვენთვის ისინი ერთი შტოა. არანაირი 8 პარტია არ არსებობს. ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფი, რომელსაც ეწოდება რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვერ თანხმდებიან ვერაფერზე, ვერ მიდიან იმ წერტილამდე, თუ რა მიზანი უნდა ამოძრავებდეთ ოპოზიციურ ძალებს. ვხედავთ მათი მხრიდან ერთმანეთის მიმართ ლანძღვას, დისკრედიტაციას და ა.შ," - აცხადებს ზურაბ რურუა.
ავტორი: ნანა გოგატაძე