20 აგვისტო 2026,   20:54
ვრცლად
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიცოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საკითხში მართალი იყო და შესაბამისად, საქართველო ამ პროცესებში მოიგებდა - ტატა ხვედელიანი ანაკლიის საკითხზე

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათ ყოველთვის იცოდნენ, რომ საქართველო ანაკლიის პორტის საკითხში მართალი იყო და ამ პროცესში მოიგებდა.

"ანაკლიასთან დაკაშვირებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ცნობილია და აქ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიცოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საკითხში მართალი იყო და შესაბამისად, საქართველო ამ პროცესებში მოიგებდა. შესაბამისად, დადგა ის გადაწყვეტილება, რაც დადგა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა გადაიხადეს თანხა და არ გაასაჩივრეს, ეს მათი პერსონალური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ საქართველო ამ პროცესში მოიგებდა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

შეგახსენებთ, ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტნიორმა, აშშ-ში წაგებული არბიტრაჟის თანხა, 6 584 848 დოლარი, საქართველოს გადაუხადა. კანონმდებლობით, მათ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

 

დღის ამბები