20 აგვისტო 2026,   18:48
ვრცლად
თბილისის ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება - პროცესში UEFA-ს ექსპერტები და საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულნი

თბილისის ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. პროცესში UEFA-ს ექსპერტები და საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები, მათ შორის, "სთედიუმ ქონსალთენსი", რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს მასშტაბით 150-ზე მეტი სტადიონის პროექტში.

ამ ეტაპზე, თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობით დაინტერესება გამოხატა როგორც ქართულმა, ისე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ.

მრავალფუნქციური არენა 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. აქ გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები.

დღის ამბები