ქობულეთში, ზღვაში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მამაკაცის ცხედარი უკვე ამოასვენეს.
ზღვაში, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ცხედარი მაშველებმა იპოვეს.