26 აგვისტო 2026,   02:23
ვრცლად
ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს - გიორგი სანტურიანი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ.

"ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად ელექტრონული ფორმით, ამავდროულად, ამგვარი ფორმის გამოყენების შემთხვევაში საკმარისი იქნება დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლიარად წარდგენა. ასევე მარტივდება მატერიალური ფორმით დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურაც. ასევე თუ პარტიულ სიაში იქ არსებული კანდიდატების რაოდენობა ჩამოცდება კანონით დადგენილ მინიმუმს იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა პირადი განცხადების საფუძველზე გაიუქმეს რეგისტრაცია აღნიშნული არ იქნება სიის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად ამგვარ ცვლილებას გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა ექნება იმისთვის რომ არ გაუქმდეს რეგისტრირებული გაერთიანებების პარტიული სია", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

დღის ამბები