07 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
თანამედროვე ტექნოლოგია ბუნების სამსახურში - ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიზნით, დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგები აქტიურად გამოიყენება

იქ, სადაც ადამიანის ფეხის ხმა იშვიათად ისმის, ბუნებას თავისი კანონები აქვს, თუმცა ამ დროს არის "თვალები", რომლებიც ველური სამყაროს ცხოვრებას ფარულად აფიქსირებს - ეს ფოტოხაფანგია.

ნაკადულის კალმახი - ალგეთის დაცული ტერიტორიის მრავალფეროვანი სიცოცხლის მხოლოდ ნაწილია. ამიტომ, უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ორმოცდაათზე მეტი, მაღალი გარჩევადობის ფოტოხაფანგი.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგების გამოყენებით მონიტორინგის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მოწყობილობა, დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტად აფიქსირებს საკვლევ ტერიტორიებს. ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბრაკონიორობის ფაქტების გამოვლენა, უკანონო ნადირობის, ტყის ჭრის ან სხვა კანონდარღვევის ამსახველი კადრები კი მტკიცებულებად იქცევა.

ფოტოხაფანგები გამორჩეულად ეფექტური საშუალებაა ბიომრავალფეროვნების შესასწავლად. მათი დახმარებით, სპეციალისტები აკვირდებიან ცხოველების გადაადგილებას, ქცევასა და რიცხოვნობასაც კი აკვირდებიან - სწავლობენ ველურ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს.

ფოტოხაფანგებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში - გვიჩვენებს ქვეყნის ბუნებრივ საგანძურს და ზრუნვისკენ გვიბიძგებს.

დაცულ ტერიტორიებზე მონიტორინგი დრონების დახმარებითაც მიმდინარეობს. კადრები რეინჯერებს დამატებით ინფორმაციას აწვდის.

თანამედროვე ტექნოლოგია ქართული ბუნების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.

დღის ამბები