20 აგვისტო 2026,   18:51
ვრცლად
"ვფიქრობ, არაფერი კატასტროფა არ არის "სამართლიანი არჩევნების" განაცხადში, რომ ის არ დააკვირდება არჩევნებს" - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე "სამართლიანი არჩევნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ის ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამაში კატასტროფა არაფერი არ არის. მისი თქმით, მთავარია, რომ ისინი "არ ჩაერიონ არჩევნების გაყალბებაში".

"სამართლიანი არჩევნების" განაცხადში, რომ ის არ დააკვირდება საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს, მე ვფიქრობ, ამაში არაფერი კატასტროფა არ არის. მთავარია, რომ ისინი არ ჩაერიონ არჩევნების გაყალბებაში. ეს წარსული მათ ისტორიაში არსებობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი დამკვირვებლის არ მონაწილეობა, დიდად არაფერ არ შეცვლის. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ არა სამართლიანი დამკვირვებლის როლისთვის და მიიღებენ არეულობისთვის, გაყალბებისთვის, ისინი ჯობია საერთოდ არჩევნებს არ გაეკარონ," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები