19 ივნისი 2026,   10:50
ვრცლად
"ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი უფრო მეტად ჩაერთვება უკრაინის სამშვიდობო პროცესში, ის უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს" - იოჰან ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული იმედოვნებს, რომ ჩინეთი უკრაინის სამშვიდობო პროცესში უფრო მეტად ჩაერთვება. მისივე თქმით, ჩინეთს დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს და აქვს პოტენციალი, დიდი პოლიტიკური გავლენაც ჰქონდეს.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი უფრო მეტად ჩაერთვება უკრაინის სამშვიდობო პროცესში. ჩინეთი მნიშვნელოვანი, უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს, დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ჩვენ, დიდი ხანია, მოვუწოდებთ ჩინეთს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები ომის დასასრულებლად", - აცხადებს იოჰან ვადეფული.

დღის ამბები