19 ივნისი 2026,   21:30
ვრცლად
"რა ფორმაც არ უნდა მიიღოს უკრაინის დაცვის პროცესმა, ევროპელებს მოუწევთ ლომის წილი იტვირთონ" - ჯეი დი ვენსი

"ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ომისა და მკვლელობის შეჩერებას, თუმცა, ასევე უნდა დაველოდოთ ევროპას, რომელმაც წამყვანი როლი უნდა შეასრულოს", - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის დაცვის პროცესში, ევროპელებს მოუწევთ, რომ "ლომის წილი" იტვირთონ.

"არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ომისა და მკვლელობის შეჩერებას, თუმცა, ასევე უნდა დაველოდოთ ევროპას, რომელმაც წამყვანი როლი უნდა შეასრულოს. ამას ელოდება პრეზიდენტი ტრამპიც. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: ნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს უკრაინის დაცვის პროცესმა, ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, შესაბამისად ეს მათი უსაფრთხოებაა," - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დღის ამბები