21 ივნისი 2026,   19:46
ვრცლად
"ვაგრძელებთ თავდასხმას ღაზას სექტორზე, რომელიც "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციისა და სამხედრო ტერორის მთავარი თავშესაფარია" - ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო. განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა გააკეთა. ეფი დეფრინის განცხადებით, მთავარი მიზანი ქალაქ ღაზაში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

"უკვე დავიწყეთ წინასწარი ოპერაცია და ღაზაზე თავდასხმის პირველი ეტაპი, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები კონტროლს უწევენ ღაზის გარეუბნებს. ვაგრძელებთ თავდასხმას ღაზას სექტორზე, რომელიც "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციისა და სამხედრო ტერორის მთავარი თავშესაფარია. 

ვაგრძელებთ დარტყმებს ტერორისტული ინფრასტრუქტურაზე როგორც მიწაზე, ისე მიწისქვეშ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

დღის ამბები