ვალერი ძებისოვი 6 წელია, სასწრაფო დახმარების მძღოლად მუშაობს. პაციენტებისა და ექიმების დროულად, უსაფრთხოდ გადაადგილებასთან ერთად, მის ანგარიშზე 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა. მას გმირ მძღოლსაც უწოდებენ მას შემდეგ, რაც ხანძარზე გამოძახებისას მაშველებს მიასწრო და 2 ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა.
გმირი მძღოლი სამედიცინო ტრანსპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. სასწრაფოს ქართულმა ბრიგადებმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს. ისტორიები, რომელიც გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს გადახდენიათ, ბევრ მათგანს გამოარჩევს.
ნინო ბლუიშვილია პირველი და ერთადერთი ქალი მოტომედიკოსია. ის რუსთაველებთან გამოძახებაზე მოტოციკლით მიდის და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასაც თავად უწევს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობამ საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის ICO სერტიფიკატი მიენიჭა.
სერტიფიკატი ცენტრის დირექტორს და თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადასცა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ინფრასტრუქტურასაც ავითარებს.
ქარელში, რაიონული სამსახურის ახალი შენობა აშენდება. პროექტის დეტალებს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. ცენტრში სამი ბრიგადა იმუშავებს და ქარელის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.