26 აგვისტო 2026,   09:52
ვრცლად
"ერთია ლამაზი სიტყვები, რომ ევროპა არის მშვიდობის პროექტი, მაგრამ მეორეა ის სამწუხარო რეალობა, რომელიც სრულიად არის აცდენილი ამ ლამაზ სიტყვებს" - ლევან მახაშვილი

"ერთია ლამაზი სიტყვები, რომ ევროპა არის მშვიდობის პროექტი, მაგრამ მეორეა ის სამწუხარო რეალობა, რომელიც სრულიად არის აცდენილი ამ ლამაზ სიტყვებს", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

ის ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც წერია, რომ გაერთიანების შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი არ ყოფილა - ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.  

"ევროკავშირი ნამდვილად შეიქმნა მშვიდობისთვის, ნამდვილად არის მშვიდობის პროექტი და სწორედ ამიტომაც, ათწლეულებია, საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროკავშირში წევრობა და სწორედ ეს მოლოდინიც გვქონდა ჩვენ თავის დროზე, როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი მთლიანად ევროპისთვის, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში. მშვიდობა ნამდვილად გულისხმობს პასუხისმგებლობასაც და ჩვენი მოლოდინი სწორედ ეს იყო თავის დროზე, რომ ევროპის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან მშვიდობის პროექტს და იმას, რომ ისინი წარმოადგენდნენ მშვიდობის პროექტს. ეს მოლოდინები, სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ჩვენ რაც მოვისმინეთ ჯერ დახურულ კარს მიღმა, შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ საჯაროდაც, რაც ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციებში, როგორ ითხოვდნენ პირდაპირ სანქციების დაწესებას, ჰაერის ჩაკეტვას, ხმელეთის ჩაკეტვას და რუსეთთან ესკალაციაში შესვლას, ამის სრულიად საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ერთია ლამაზი სიტყვები, რომ ევროპა არის მშვიდობის პროექტი, მაგრამ მეორეა ის სამწუხარო რეალობა, რომელიც სრულიად არის აცდენილი ამ ლამაზ სიტყვებს," - ამბობს ლევან მახაშვილი.

 

 

 

დღის ამბები