19 ივნისი 2026,   13:16
ვრცლად
"უნდა შევაჩეროთ მკვლელობა, უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება, ეს საშინელი ომია. ფაქტი, როცა თქვით, რომ მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიებში, დიდი ნაბიჯია" - მარკ რუტე

მომდევნო ორ კვირაში უკრაინის საკითხზე შესაძლოა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. განიხილეს უკრაინის და რუსეთის პირველი პირების პირისპირ შეხვედრის ორგანიზების საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა შედგეს სამმხრივი მოლაპარაკება რუსეთის, უკრაინის და შტატების პრეზიდენტების მონაწილეობით. 

როგორც მედია წერს, ტრამპს იმედი აქვს, რომ მსგავსი ფორმატით საუბარი აგვისტოს ბოლომდე შედგება. სანამ ვაშინგტონი პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან დასმას ცდილობს, ერთ მაგიდასთან უკვე ვიხილეთ შტატების, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის პირველი პირები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი - ძირითადი გზავნილი იყო ის რომ უკვე მაგიდასთან მყოფების მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარებაა. ისაუბრეს უკრაინის დახმარებაზე, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიისათვის უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ტრამპს "პრაგმატული მშვიდობისმყოფელი" უწოდა და თქვა, რომ ლიდერები უსაფრთხოების გარანტიებზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ.

"თქვენ, როგორც ადრე ვთქვი, გაარღვიეთ ჩიხი, ფაქტობრივად, პრეზიდენტ პუტინთან ამ დიალოგის დაწყებით. ვფიქრობ, თუ ასე კარგად გავაგრძელებთ, შევძლებთ ამის დასრულებას და უნდა დავასრულოთ ეს. უნდა შევაჩეროთ მკვლელობა, უნდა შევაჩეროთ უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება. ეს საშინელი ომია. ასე რომ, მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. ის ფაქტი, რომ თქვენ თქვით, რომ მზად ხართ, მონაწილეობა მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიებში, ეს დიდი ნაბიჯია. ეს ნამდვილად გარღვევაა", - განაცხადა მარკ რუტემ.

დღის ამბები