ლიეტუვაში ქართველი აქტივისტების ნაწილის გადამზადების მიზანი, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განსავითარებელ პროცესებს უკავშირდება. მოქმედ და ამავე დროს მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს არ გაჰკვირვებია, რომ კონკრეტულ ჯგუფს უცხოეთში ტრენინგები უტარდება.
ინფორმაცია ვილნიუსში დიდი ბრიტანეთის დახმარებით, ქართველი აქტივისტების გადამზადებასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად ცნობილი "პრაიმ ტაიმისთვის" გახდა. მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ მასალის მიხედვით, სამიზნე ჯგუფს საპროტესტო აქციების ტაქტიკას, სამართალდამცავების პროვოცირებასა და საინფორმაციო კამპანიების მართვას ასწავლიან.
სტუდენტური პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსის საფარქვეშ ლიეტუვაში, ქართველი ახალგაზრდებისთვის ტრენინგებს ბრიტანეთის მხარდაჭერით 2 არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს. ერთი "ბრიტანულ-ქართული საზოგადოებაა“, რომლის პარტნიორებშიც ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მითითებული. ორგანიზაციამ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დღეს დუმილი არჩია. "კურიერის" კითხვები უპასუხოდ დატოვეს "სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტშიც“ - ეს ორგანიზაციაც ქართველი აქტივისტების გადამზადებითაა დაკავებული. რა როლი აქვს ამ ყველაფერში ბრიტანეთს და რა მიზნით დათანხმდა ლიეტუვა-ვილნიუსში სხვა ქვეყნის აქტივისტების დატრენინგებას? - კითხვებზე პასუხები არ ისურვეს არც ბრიტანეთის და არც ლიეტუვის საელჩოებმა. დუმილს სახელისუფლებო პარტიისთვის მიზეზი აქვს.
დასავლური ქვეყნების მხრიდან დესტრუქციული და რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დასავლური სწავლების ინტერესი სულ სხვაა.
საქართველოში არეულობის და ხელისუფლების ცვლილების სურვილზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ქვეყანაში რევოლუციისკენ იქნება მიმართული შესაბამისი პასუხი გაეცემა.
ბრიტანეთის მხარდაჭერით ლიეტუვის დედაქალაქში ქართველი აქტივისტების ჯგუფის დატრენინგება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, სცდება პარტნიორულ ურთიერთობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.