19 ივნისი 2026,   21:30
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, თუ კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება

ერთი დღე ტრამპი პუტინის შეხვედრამდე. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ კრემლის ლიდერი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ტრამპი ამბობს, რომ წარმატების შემთხვევაში, მომდევნო მოლაპარაკებები უკვე პუტინსა და ზელენსკის შორის გაიმართება, რომელშიც შესაძლოა თავადაც ჩაერთოს.

CNN-ის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა ევროპელ პარტნიორებს უთხრა, რომ რუს კოლეგასთან საუბრისას უკრაინის ტერიტორიების საკითხის განხილვას არ აპირებს.

"ძალიან დიდი შანსია, რომ მეორე შეხვედრაც გვქონდეს, რომელიც უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე პირველი, რადგან პირველზე გავარკვევთ თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ. ეს ბაიდენის ომია, ეს არ არის ჩემი ომი, მან ჩაგვითრია ამაში, ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო.

მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არც მოხდებოდა, თუმცა ეს არის ის, რაც არის და მე აქ ვარ, რომ ეს გამოვასწორო და შევაჩეროთ. გასულ კვირას, 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელები და რუსები, თუ ჩვენ ბევრი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ, ეს დიდებული იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები