07 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების შეხვედრა გაიმართა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების შეხვედრა გაიმართა. უკრაინას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და თავდაცვის საბჭოს მდივანი წარმოადგენდა. 

"ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ევროპის უსაფრთხოების მრჩევლებთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მათი უაღრესად კონსტრუქციული მიდგომისთვის. ჩვენი პარტნიორები არამხოლოდ სიტყვიერად გვიჭერენ მხარს, დახმარება გაგრძელდება სამხედრო, ფინანსური და სანქციების სფეროებში, ვიდრე აგრესია არ შეწყდება“, – წერს ანდრეი ერმაკი.

დღის ამბები