ტრამპის მიერ პუტინისთვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვის დღეს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული დარტყმა დრონებით და რაკეტებით განახორციელა.
აფეთქებებია კიევის, სუმის, ხარკოვის და ოდესის ოლქებში. რეგიონებში სახანძრო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, მედიკოსები დაშავებულების დახმარებას ცდილობენ.