20 აგვისტო 2026,   18:49
ვრცლად
დავით ვერავამ აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერნაძის შვილთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მოადგილემ გიორგი ნადარაიამ, ზუგდიდის  მერმა მამუკა წოწერიამ და ომში დაღუპული ბადრი ბერანძის შვილმა საბა ბერანძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ.

დღის ამბები