07 აგვისტო 2026,   23:26
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.

რუსული აგრესიის შედეგი - 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანია.  

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომიდან 17 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.

დღის ამბები