ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის წევრების თქმით პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.
მალე ბუნებრივი აირის მოხმარებას საკუთარ სახლში 25 000-ზე მეტი ადგილობრივი შეძლებს. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამ ეტაპზე ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტში კი ახალი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება.
სოფელ დანისპარაულის სასწავლო დაწესებულება გათვლილი იქნება 120 მოსწავლეზე და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. სკოლის მიმდებარედ ღია სპორტული მოედანიც მოეწყობა.
უკვე დასრულდა ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა კურორტ გოდერძიზე, სადაც კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იფუნქციონირებს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე