ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებები აჩვენებს, თუ როგორც ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები უვიზო რეჟიმის თემით სპეკულირებას.
"ხაბეიშვილი, ვიცით, რომ ახმოვანებს გარკვეული ძალების გადაწყვეტილებებს. რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ თეთრ ცხენზე ავარდებოდა, შევარდებოდა "ვივამედში" და გამოიხსნიდა სააკაშვილს, თუ არადა თავმჯდომარე აღარ გახდებოდა "ნაცმოძრაობის," თუმცა ვერ შეასრულა, ვერავინ ვერც ცხენზე ამხედრებული ხაბეიშვილი ნახა და ვერც უბრალოდ კარებთან "ვივამედში" მისული ხაბეიშვილი სააკაშვილის გამოსახსნელად.
დღესაც რომ საუბრობს დამხობაზე, რევოლუციაზე, ესეც, რა თქმა უნდა, გაჟღერებულია მის მიერ, რომელიც აქვს უცხოურ გლობალურ პარტიას, ასევე, აქაურ აგენტურას. ეს არის ხაბეიშვილის მისია ზოგადად. რა გასაკვირია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ეს თემა გამოიყენონ ხალხის გამოსაყვანად. რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი დააზიანონ, გააღიზიანონ და იქნებ როგორმე ქუჩაში გამოიყვანონ, იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი არაფერი არ არის ისეთი, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობისგან" ძალაში რჩება, მათივე თქმით, "მშვიდობიანი დამხობის" დაპირება - ლევან ხაბეიშვილი ელოდება, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებში, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურება, საქართველოს მოქალაქეებს ევროპიდან გამოაბრუნებენ და ეს გახდება ხელჩასაჭიდი იმისთვის, რომ მთავრობა შეიცვალოს.