21 აგვისტო 2026,   12:03
ვრცლად
"ეგენი თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, რადგან მე არ მინდა საქართველოს დაღუპვას ვუყურო. თუ მომკლავენ უკეთესი იქნება" - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომას ბრიფინგით გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში, რომლის ხელისუფლების საქმიანობასაც სწავლობდნენ, აცხადებენ, რომ კომისიის მიერ შედგენილი დასკვნა პოლიტიკური დევნის ნაწილია და ის ვერაფერს დააკლებს "ნაციონალურ მოძრაობას". 

აქვე პარტიის თავმჯდომარემ კომისიის წევრების გასამართლების პირობაც დადო. განცხადებას უპასუხეს "ქართული ოცნებიდან". საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ფაქტებით არის გამყარებული. 

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით: "ნაციონალური მოძრაობა" თუ ხელისუფლებაში მოვა, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, რადგან მე არ მინდა საქართველოს დაღუპვას ვუყურო". 

"ეგენი თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, რადგან მე არ მინდა საქართველოს დაღუპვას ვუყურო. თუ მომკლავენ უკეთესი იქნება, რადგან არ მინდა ეს დავინახო. ისინი რომ გრძნობდნენ ამ დანაშაულებს, გრძნობდნენ, რომ დიდი შეცდომები დაუშვეს, მაშინ ამ სიტყვებს არ გეტყოდით. მაგრამ, ისინი აპირებენ ამის გამეორებას - ეს არის მთავარი უბედურება და იმიტომ ვთქვი ასე მძაფრად. ღმერთმა არ მანახოს ამის გამეორება", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

დღის ამბები