21 ივნისი 2026,   23:11
ვრცლად
მიგრანტების ნავის ჩაძირვას იემენის სანაპიროსთან 68 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის სანაპიროსთან, უამინდობის გამო მიგრანტების ნავი გადატრიალდა, რის შედეგადაც სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ნავზე 157 მიგრანტი იმყოფებოდა. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) იემენის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ნავი იემენის სამხრეთ აბიანის პროვინციასთან, კვირას ჩაიძირა. 12 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ეთიოპიის მოქალაქეა.

იემენი აფრიკიდან სამუშაოდ მიმავალი მიგრანტებისთვის მთავარი მარშრუტია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, გემების ჩაძირვის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა.

დღის ამბები