26 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე "ძლიერი საქართველო" განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს სახელმწიფოსთვის 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური პარტია, საპასუხო განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, საკითხთან დაკავშირებით "ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით".

"ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით!

ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.

დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს", - აღნიშნულია "ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები