07 აგვისტო 2026,   23:00
ვრცლად
რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტი რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

ზედგენიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის საფარი, ბორდიურები, ტროტუარები, გარე განათების ახალი ქსელი და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოეწყო.

რუსთავის გარეუბანში არსებულ ამ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა და მუნიციპალური ტრანსპორტიც არ მოძრაობდა.

ჭყონდიდელის სახელობის უბანში ამ ეტაპზე 11 შიდა ეზოს და 3 ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტებით, რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, 65 000 კვ/მ ფართობზე განახლდება.

დღის ამბები