16 აგვისტო 2026,   14:24
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,7%-დან 7,4%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,7%-დან 7,4%-მდე გაზარდა.

სებ-ი მიუთითებს, რომ იანვრიდან მაისის ჩათვლით დაფიქსირებული 8,8%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, წელს ქვეყანაში ზრდის იმაზე მაღალ მაჩვენებლებს ელოდებიან, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს დიდწილად განპირობებულია ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით, რაც ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე რჩება.

დღის ამბები