"ბანკი ქართუს" მიერ "TV პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში წამოწყებულ დავას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, სიცრუის გავრცელებას, რომელიც საზოგადოების სიკეთის დაზიანებას ემსახურება, რეაგირება უნდა მოჰყვეს.
"ავრცელებს "TV პირველი" [ინფორმაციას] ისეთ კონტექსტში, რომ თითქოს სვიფტიდან გათიშვას ემუქრება ამ ბანკს, რაც ივანიშვილის გამო არის. ბანკს აქვს თავის ვალდებულებები, მათ შორის იგივე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემასთან, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, ბანკი მოქმედებს არა ვიღაცის მითითებით, არამედ კანონით და წესდებით გათვალისწინებული საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
ისეთ ცილისწამებას, რომელიც საზოგადო სიკეთეს ეხება და ამ საზოგადო სიკეთის დაზიანება სურს, რა თქმა უნდა, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.