19 ივნისი 2026,   20:00
ვრცლად
კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ჰავაის კუნძულებს ცუნამი დაატყდა თავს

კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, ჰავაის კუნძულებს ცუნამი დაატყდა თავს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ცუნამის სიმაღლე 1.2 მეტრს შეადგენდა.

ტალღამ გავლენა მოახდინა ჰალეივაზე, ოაჰუს ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ექსპერტების თქმით, ტალღების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, წყლის დონის მატება და კლებაა მოსალოდნელი.

დღის ამბები