27 აგვისტო 2026,   07:58
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები