22 ივნისი 2026,   17:14
ვრცლად
სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

სირიაში, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები პირველად სექტემბერში, ახალი მთავრობის პირობებში ჩატარდება.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პროცესი 15-დან 20 სექტემბრამდე წარიმართება.

არჩევნებამდე კანდიდატებს შესაძლებლობა ექმნებათ, წარადგინონ განაცხადები და მონაწილეობა მიიღონ დებატებში.

პარლამენტის მანდატის ვადა სამი წლით განისაზღვრება, რის შემდეგაც ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

დღის ამბები