კიევში, მთელი ღამის განმავლობაში, საჰაერო გაგაში იყო გამოცხადებული. ოკუპანტმა დედაქალაქზე თავდასხმა დრონებით განახორციელა.
დარნიცკის რაიონში, დარტყმების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებების შედეგად, დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დარტყმა განხორციელდა კიროვოჰრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკზეც, მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. ორი ადამიანი დაშავდა დნიპროპეტროვსკის ოლქშიც.