20 აგვისტო 2026,   19:48
ვრცლად
ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტაძარი და უძველესი არტეფაქტები - უნიკალური აღმოჩენა ლაგოდეხში

წერაქვის პირველივე დარტყმამ დიდი არქეოლოგიური აღმოჩენები მოიტანა. მიწიდან ამოსული დოკუმენტები ათასობით წლის განმავლობაში არავის უნახავს. ლაგოდეხში, ქვების გროვაში ჩაფლული ტაძარი გაცილებით ძველია, ვიდრე ვარაუდობდნენ.

მრგვალი ფორმის არაერთგვაროვანი ნაგებობა, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებში აღადგინეს. ტაძრის გუმბათი მყარ ეჭვს აჩენს, რომ ძეგლს მე-17 საუკუნემდე, ანუ შაჰ-აბასის შემოსევამდე უნდა ეარსება. ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ განსაკუთრებულად სასტიკი შაჰი მიწასთან ასწორებდა ქრისტიანულ ძეგლებს, თუმცა, არცერთი ისტორიული წყარო აქ ეკლესიის არსებობაზე არ მიუთითებს.

არტეფაქტები მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა. თიხის ნაკეთობებით ვხვდებით, რომ აქ ამ კულტურას, თიხაზე მუშაობის ტექნიკას კარგად იცნობდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემოგარენშია უძველესი სოფელიც.

დავით ყვავაძე სამეცნიერო კვლევითი ხელმძღვანელია. თითოეულ ამბის მთხრობელ ფირფიტას ყოველ ჯერზე აღმოჩენის მღელვარება მოაქვს. სჯერა, რომ არქეოლოგიურ ველად გადაქცეული სოფელი გელათი გასაოცარ შედეგებს მოიტანს.

ვარაუდობენ, რომ ძეგლი ჰერეთის ისტორიულ სისტემას უკავშირდება, რომელიც ლაგოდეხის ტერიტორიასაც მოიცავდა. მე-7, მე-8 საუკუნეებში კახეთში ძლიერი სამონასტრო ცენტრები არსებობდა, რომელთა შესახებ ისტორიული წყაროები მწირია, ამიტომ ღრმა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები გაგრძელდება.

ისტორია ჯერ კიდევ წერის პროცესშია. არქეოლოგები, ისტორიკოსები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები არტეფაქტებს კომპლექსურად შეისწავლიან და მთავარ, ბუნდოვან შეკითხვას გასცემენ პასუხს - რა შეემთხვა ტაძარს და სოფელს?

დღის ამბები