21 აგვისტო 2026,   14:01
ვრცლად
შტატებში "დიპ სტეიტის" ახსნა არის სხვანაირი. "ქართული ოცნების" არცერთი ნარატივი არ ემთხვევა აშშ-ში არსებულ შიდაპოლიტიკურ ნარატივებს - ლევან სანიკიძე

ამერიკის შეერთებული შტატები "რაშა გეითსის" გამოძიებას განაგრძობს. "ფოქს ნიუსმა" დაზვერვის ხელმძღვანელის ინტერვიუდან ახალი ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ვაშინგტონში არაფორმალური ძალების წარმომადგენლები რჩებიან, ტრამპის მიზანი კი სიმართლის გარკვევაა.

საქმე ეხება აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსულ ჩარევებზე ბრალდებას, რომელზეც ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ გამოგონილია.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახლა "დიპ სტეიტზე" მათ მსგავსად ოფიციალური ვაშინგტონი ლაპარაკობს, ოპოზიციის შეფასებით კი, აშშ-ში მიმდინარე პროცესებს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავს მისი პრეზიდენტი, სენატი, კონგრესი, აშშ-ის მდივნები თუ სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები. შტატებში "დიპ სტეიტის" ახსნა არის სხვანაირი. "ქართული ოცნების" არცერთი ნარატივი არ ემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ შიდაპოლიტიკურ ნარატივებს," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე.

დღის ამბები