"ჩვენს მიერ დამტკიცებულია და დანართად არის გაცხადებული, ანუ ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იმსჯელებს საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საგრანტო განაცხადის შეფასებისას, გამოცდილებას ექნება მცირე ქულა, რადგან როგორც არსებულ, ასევე ახლადშექმნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობა მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი და საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება იდეაზე დაფუძნებით.
"რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ინიციატივაზე, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ორი მიმართულებით მსჯელობა - ერთი, გაგვეძლიერებინა უკვე არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხოლო მეორესთვის, რომლებიც ახლა დაფუძნდებიან, მიგვეცა შესაძლებლობა, რომ ამ ინიციატივით ესარგებლათ. შესაბამისად, ის კრიტერიუმი, რომელიც მათ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, შეაფასებს, არის ესეთი კრიტერიუმი, თუმცა ამ ეტაპზე მცირე ქულით შეფასდება, იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე მხრივ გვინდა, როგორც არსებულებს, ასევე ახლადშექმნილებს მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა და საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება იდეაზე დაფუძნებით", - განაცხადა თამარ ზოდელავამ.