მეორე დღეა უკრაინაში მასობრივი პროტესტია. კიევი, ლვოვი, დნიპრო, ოდესა- ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას აუქმებს.
ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა, პრეზიდენტის დანიშნული გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.
დემონსტრანტები კანონზე ვეტოს დადებას ითხოვენ, ""სირცხვილი"", ""დავიცვათ დემოკრატიული ინსტიტუტები" - სწორედ ამას სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ახლად მიღებულ კანონზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა- მან თქვა რომ ახალი ზომები იმუშავებს. ზელენსკის განცხადებაში არ უხსენებია საპროტესტო გამოსვლები.
"წლებია ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ მშვიდად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ძალიან კარგ ქვეყნებში, იურიდიული შედეგების გარეშე. ეს არ არის ნორმალური, არ არსებობს არანაირი რაციონალური განმარტება რატომ არის სისხლის სამართლის საქმეების წარმოება, რომლებიც მილიარდებთან არის დაკავშირებული, წლების განმავლობაში ჰაერში ჩამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი რუსეთს გარეშე ხდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ გარდაუვალი იყოს სასჯელი და საზოგადოება ამას ნამდვილად უნდა ხედავდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.