უკრაინაში ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაუქმების გამო, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს.
ევროკომისიის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანას ფინანსური დახმარება, დემოკრატიული მმართველობის სფეროებში პროგრესის მიღწევის პირობით მიეწოდება.
შეშფოთება გამოთქვა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმაც. მან განცხადება X-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
"შეშფოთებული ვარ რადაში კენჭისყრით. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის საკვანძო მექანიზმის გაუქმება სერიოზული, უკან გადადგმული ნაბიჯია. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მსგავსი უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. კანონის უზენაესობა რჩება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში", - განაცხადა მარტა კოსმა.