საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათ ვახშამზე უმასპინძლეს. ბანაკი 30 ივნისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.