"ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპა და ევროპა რეჟიმმა გამოაცხადა მტრად" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, სანქციები მმართველი გუნდისთვის დამანგრეველი იქნება.
"არანაირი Deep state არ არსებობს. ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპა და ევროპა რეჟიმმა გამოაცხადა მტრად. ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც კვეთს "ქართული ოცნება." ცხადია ქართველი ხალხი ამასთან დაკავშირებით გასცემს პასუხს და ეს იქნება მძიმე პასუხი. გზაში არის სანქციები, რომელიც იქნება დამანგრეველი ძალის," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.