უკრაინაში, რუსეთის ძალებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა.
ოდესაზე შეტევა 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. წინასწარი ცნობებით, დაშავებულია სამი ადამიანი.