არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების გამო, ბოიკოტში დარჩენილები გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდებს ემუქრებიან.
იმედგაცრუებაზე საუბრობენ თავად სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მყოფი პოლიტიკოსებიც. "არათანამშრომლობას პლუს წინააღმდეგობა უდრის "ბოიკოტს" - ასე ახსნა 212-ე საკნიდან ნიკა გვარამიამ არჩეული ბრძოლის გზა. წერილი გავრცელდა 208-ე საკნიდანაც - მამუკა ხაზარაძემ პარტიებს პირადი ინტერესების დათმობისკენ მოუწოდა და ამის მაგალითად გახარიასთან გაფორმებული მემორანდუმი დაასახელა.
სხვა ხედვა აქვთ ბოიკოტში დარჩენილებს, სადაც ფიქრობენ, რომ გახარია და ხაზარაძე მხოლოდ მეორე ადგილისთვის გაერთიანდნენ.
სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილ კოლეგებს აკრიტიკებს, გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდები თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატებს არჩევენ.
"ქართული ოცნება" კი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში კრიზისი უფრო გამწვავდება. მმართველი გუნდის შეფასებით, მათი ოპონენტების დამფინანსებლები "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგს ცდილობენ. თუმცა, სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევა.
ორი ორის წინააღმდეგ - 4 ბარიერგადალახულ პარტიას შორის წყალგამყოფი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აღმოჩნდა.