ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო/ოდირის დირექტორს შეხვდა. განხილვის საგანი ეუთოს ოფისის მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით შვიდ ივლისს გავრცელებული განცხადება იყო.
დიპლომატიური უწყების ცნობით, შეხვედრაზე ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც დიპლომატის შეფასებით, ფაქტობრივ უზუსტობებს და აღქმებს ეფუძნება, ასევე არ შეესაბამება მხარეებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყურადღება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშზეც გამახვილდა, რაზეც საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციამ ეჭვქვეშ დააყენა ეს დოკუმენტი.
ელჩმა გამოთქვა წუხილი, რომ ეუთო/ოდირზე აღნიშნულ თავდასხმებს არ მოჰყვა სათანადო რეაგირება ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან. შვიდ ივლისს გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ეუთო/ოდირი გამოხატავდა წუხილს ხელისუფლების განზრახვაზე არ მოიწვიოს ოფისი დამკვირვებლად ადგილობრივ არჩევნებზე.