19 აგვისტო 2026,   11:28
ვრცლად
Dressup HOME - სახლის აქსესუარები ონლაინ

Dressup.ge - მოდის სფეროში ყველაზე დიდი E-Commerce პლატფორმა, მომხმარებელს სრულიად ახალ მიმართულებას სთავაზობს და ექსკლუზიურად ონლაინ პლატფორმაზე, სახლის აქსესუარების კატეგორია – Dressup HOME დაამატა..

ახალი კატეგორია, კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია რომელიც მიზნად ისახავს, მომხმარებელს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვის შესაძლებლობა ახლა უკვე სახლის ინტერიერშიც მისცეს. 

Dressup HOME-ის კატალოგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა Chehoma, Opjet, Salt & Pepper, Gentlemen"s Hardware, Blue Shaker, The Nice Fleet და სხვა.

კოლექცია ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა:

  • ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები: სახასიათო და პრაქტიკული ნივთები რომლებიც სახლის ყველაზე რუტინულ კუთხეში ელეგანტურ და ტრენდულ ატმოსფეროს შექმნის.
  • დეკორი: გამორჩეული აქსესუარები, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურ სტილს გაუსვამენ ხაზს.
  • ტექსტილი: მაღალი ხარისხის ქსოვილები და დახვეწილი დეტალები, რომლებიც სიმყუდროვესა და კომფორტს სძენენ ნებისმიერ გარემოს.
  • განათება: თანამედროვე და ორიგინალური სანათები განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად.

Dressup HOME-ის პროდუქციის შეძენა ექსკლუზიურად ონლაინ, ვებგვერდიდან არის შესაძლებელი.

"Dressup"-ის შესახებ

"Dressup" ქართულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი დღესდღეობით 80-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს საქართველოს ოთხ ქალაქში.

წლების განმავლობაში კომპანია ინდუსტრიისა და ციფრული ვაჭრობის ინოვატორად ჩამოყალიბდა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის განვითარებისკენ და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და საუკეთესო სერვისს სთავაზობს.

 

(R)

დღის ამბები