სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხან შემცველი ნარჩენებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემა 1990-იანი წლებიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და სახიფათო ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.