21 აგვისტო 2026,   23:56
ვრცლად
"ლელო" უმოქმედობას ყოველთვის ამჯობინებს მოქმედებას - ჩვენი გადმოსახედიდან, ბოიკოტი უმოქმედობაა" - ლევან სამუშია

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, "ლელო" უმოქმედობას ყოველთვის მოქმედებას ამჯობინებს და ბოიკოტი მათთვის უმოქმედობაა.

როგორც სამუშიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ლელო ძლიერი საქართველო" ამბობს, რომ ბრძოლა აუცილებელია და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენ უმოქმედობას ყოველთვის ვამჯობინებთ მოქმედებას. ჩვენი გადმოსახედიდან, უმოქმედობაა ბოიკოტი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ოპოზიცია. ვინმეს თუ უნდა, რომ "ლელოს" ოპოზიცია იყოს და უნდა, თავი დაინიშნოს "ლელოს" ოპოზიციად, ეს უკვე მათი პრობლემაა. ჩვენ ფოკუსი გასწორებული გვაქვს და ჩვენი მთავარი სამიზნეა "რუსული ოცნება" რუსული, ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა. ახლა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციის ოპოზიცია უნდა იყოს, მესმის, მზარდი პოლიტიკური ძალა ვართ, რუსული რეჟიმისგან თავდასხმები არ გვაკლია, ჩვენი პარტიის ორი ლიდერი საპყრობილეშია, პარტიის კიდევ ორი წევრი გლდანის ციხეშია, ასევე სხვა პარტიის ლიდერები საპყრობილეში არიან. პოლიტიკური ტყვეებით არის გადაჭედილი საპყრობილეები. მაგრამ, ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და "ლელო" ძლიერი საქართველო ამბობს, რომ ბრძოლა აუცილებელია და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს არის უმთავრესი", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები